ხაზარაძეების კუთვნილი უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის გადაცემაზე – ეს საკმაოდ სერიოზული სკანდალია, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა თანხის გადახდა ელჩის მხრიდან

ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის ქირით გადაცემაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნდა გასაჯაროვდეს ყველა ის დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან.
„ეს საკმაოდ სერიოზული სკანდალია, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია გაირკვეს სიმართლე და შესაბამისად, უნდა გასაჯაროვდეს ყველა ის დოკუმენტი, ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ხვალ, როცა ყველა, წლის ბოლო წამებს დავითვლით, ტყუპები გზაში იქნებიან. თურქეთში მიდიან გადარჩენის იმედით. ოჯახმა ბინის გაყიდვა ვერ მოასწრო, მყიდველი ვერ ნახეს, მაგრამ უნდა წავიდნენ, სხვა გზა არ აქვთ