ირაკლი კობახიძე – წინა წლებში პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა – მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტს დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს

წინა წლებში პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა –ს მისია იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი იქნება საუკეთესო პრეზიდენტი.
„მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგება ორ დღეში. მას ძალიან მნიშვნელოვანი და რთული ფუნქცია აკისრია. წინა წლებში პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა. აქ არ ვგულისხმობ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, ვგულისხმობ წინა პრეზიდენტებსაც. მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი ამას საუკეთესოდ შეძლებს. ის არის პატრიოტი, ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი ქვეყანა და იქნება საუკეთესო პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები