ირაკლი – წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 2 მილიარდ 103 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვები, რაც ისტორიული რეკორდია – კიდევ ერთხელ მინდა ეროვნული ბანკს და მის პრეზიდენტს ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო

მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცედენტოდ გაზრდის შესაძლებლობა, წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 2 მილიარდ 103 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა 5 808 000 000 დოლარი შეადგინა.
„მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცედენტოდ გაზრდის შესაძლებლობა. წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 2 მილიარდ 103 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვები, რაც ისტორიული რეკორდია. მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 5 808 000 000 დოლარი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კიდევ ერთხელ მინდა ეროვნული ბანკს და მის პრეზიდენტს ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე, ეკონომიკის ზრდის და სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, რაც სამომავლოდ წაადგება ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – ალეკო ელისაშვილის ქმედება არის ერთი ადამიანის საქციელი და მცდელობა, მთლიანად ოპოზიციას გაუტეხონ სახელი, ვერ იქნება წარმატებული – სამარცხვინოა, რომ „ოცნება“ ცდილობს ევროპელებს დაუკავშირონ ის, რაც აქ მოხდა

ალეკო ელისაშვილი – არც ადვოკატთან დამარეკინეს და არც სახალხო დამცველთან, 4 საათი ბოლომდე მოჭერილი ხელბორკილებით ვიყავი, მაჯიდან სისხლი მდიოდა – დაზიანებებიც ჩამიცხრა და აღარ ჩანს, ასე არ არის, როგორც გამოვიყურები