ირაკლი კობახიძე – ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის – პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს

ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის – პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, წარმატებით დასრულდეს ის პროცესი, რომელიც დაწყებულია და რომელიც უკავშირდება ში მშვიდობის დამყარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ უკრაინაში ომის დაწყების 3 წლისთავთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მ იმ შედეგებზე ისაუბრა, რაც უკრაინაში ომის შედეგად დადგა.
„დღეს 3 წელი შესრულდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს ნამდვილად ტრაგიკული თარიღია ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში. ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის და ჩვენი მეგობარი ხალხისთვის. უამრავი ადამიანია დაღუპული ამ ომის შედეგად. 10 მლნ უკრაინელ ადამიანამდე დევნილად ან ლტოლვილად იქცა; უკრაინის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული ს ფედერაციის მიერ; განადგურებულია ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა; საგარეო ვალი აღწევს თითქმის, ეკონომიკის 100%-ს – 96%-ია წლევანდელი მაჩვენებელი, წლის ბოლოსთვის 100%-ს გადასცდება. ჩვენ, პირველ რიგში, მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, წარმატებით დასრულდეს ის პროცესი, რომელიც დაწყებულია და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. მინდა, კიდე ერთხელ გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში“, – განაცხადა კობახიძემ.