ირაკლი კობახიძე – ძალიან მეგობრული განწყობაა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და ნატო-ს შორის

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, ძალიან საქმიან, მეგობრულ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიმართ ძალიან მეგობრული განწყობა არის.
„გვქონდა სხვადასხვა თემაზე საუბარი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებთან, ჩვენს მისწრაფებებთან საგარეო პოლიტიკის კუთხით, ევროკავშირთან, მათ შორის, რაც დაკავშირებულია ნატო-ში ინტეგრაციის პროცესთან. ყველა თემას შევეხეთ. იყო საუბარი ასევე უსაფრთხოებაზე ჩვენს რეგიონში, გლობალურად, ევროპის კონტინენტზე და ა.შ. ყველა თემასთან დაკავშირებით იყო ძალიან საქმიანი, ძალიან საინტერესო საუბარი. ძალიან მეგობრული განწყობა არის ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და ნატო-ს შორის”, – განაცხადა ირაკლი მ.