ირაკლი კობახიძე – ცდილობდნენ, საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ სააკაშვილი მომაკვდავ მდგომარეობაში იყო და შეიძლებოდა ნებისმიერ დღეს დამდგარიყო ფატალური შედეგი – დამტკიცდა, რომ ეს სრული სიცრუე, სიყალბე იყო

ისინი ცდილობდნენ, საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ მომაკვდავ მდგომარეობაში იყო, შეიძლებოდა ნებისმიერ დღეს დამდგარიყო ფატალური შედეგი – ეს ყალბი კამპანია იყო, რასაც ჩვენ მთელი 2 წლის განმავლობაში ვუყურებდით. საბოლოო ჯამში, დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი სრული სიცრუე, სიყალბე იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, როდესაც კეთდება განცხადებები, მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლონ, კობახიძის შეფასებით, მისთვის „ეს არის გაუგებარი“.
„ჩვენ ორი წელი გვატყუებდნენ, ისინი ცდილობდნენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მომაკვდავ მდგომარეობაში იყო. შეიძლებოდა ნებისმიერ დღეს დამდგარიყო ფატალური შედეგი. ეს ყალბი კამპანია იყო, რასაც ჩვენ მთელი 2 წლის განმავლობაში ვუყურებდით. საბოლოო ჯამში, დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი სრული სიცრუე, სიყალბე იყო. ამ ფონზე, როდესაც კიდევ ერთხელ კეთდება განცხადებები, მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ა.შ. ეს არის რბილად, რომ ვთქვათ გაუგებარი. მეტ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. მე შეიძლება მქონდეს ჩემი შეხედულებები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც მაგალითად რუსულ ენაზე მიმართავდნენ ქართულ საზოგადოებას 2 წლის წინ, მაგრამ ასეთ ადამიანებთან პოლემიკაში შესვლა არ მინდა“, – განაცხადა მ.