ირაკლი კობახიძე – ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს – გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთს არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და ეს ზესახელმწიფო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყო პროგრესზე

გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და ეს ზესახელმწიფო იყო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული პროგრესზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს.
„სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო არაერთი ომია. ასეთ ვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე. ძალიან დიდია ამ ყველაფერში ზე სახელმწიფოების როლი, როცა ვსაუბრობთ მსოფლიო მასშტაბით გლობალურად მშვიდობის განმტკიცებაზე. ვფიქრობ, რომ ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს. გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და ეს ზესახელმწიფო იყო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგებიც არის სახეზე. კიდევ ერთხელ განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ ამ სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი არამარტო რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მეტი მშვიდობის უზრუნველყოფაში“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…