ირაკლი კობახიძე – ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ვგულშემატკივრობდით, როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას – ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნების წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, სა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნა მიულოცა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნების წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე.
„ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ვგულშემატკივრობდით, როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნების წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. მოხარული ვართ, რა თქმა უნდა, რომ მოლაპარაკებები გაიხსნა, როგორც უკრაინისთვის, ასევე მოლდოვისთვის. ვულოცავთ უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას და იმედი გვაქვს, რომ უკრაინა და მოლდოვა ასევე, მალე გახდებიან ევროკავშირის წევრები“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაკო ჩარკვიანი: იმდენი “ღიმილი” უნახავს და გაუვლია ისტორიას და მერე, ასე “გაღიმებულად” გაუშვიათ “ზოგიერთი”, რაკეტებს,  “კობზონის” მოუსავლეთში “ პუტინის გემბანის” მიმართულებით, რომ რა ჩამოთვლის…

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად არც მუშაობს