ირაკლი კობახიძე – ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ. მეორე ფრონტი არის ის, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენ ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც კონგრესში გაკეთებულ განცხადებებზე უპასუხა შეკითხვას.
კობახიძის თქმით, ყველამ კარგად იცის, რაც მოხდა ში,რომელიც მანამდე ეკონომიკურად აღმავლობის გზაზე იყო.
“მუდმივად გვახსენებენ მაიდანს. მე მინდა შეგახსენოთ, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას. მაშინ უკრაინაში ხელისუფლება გარედან დაინიშნა და ასეთ დროს, როდესაც ქვეყანაში გარედან ნიშნავ ხელისუფლებას, ქვეყანაზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა. თუმცა, უკრაინაში რაც მოხდა ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მანამდე უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ეკონომიკურად იყო აღმავლობის გზაზე, ეკონომიკა იყო თითქმის 200 მილიარდი დოლარი, დღეს, ქვეყანა არის განადგურებული, ეკონომიკა არის უმძიმეს, კატასტროფულ მდგომარეობაში, რუსეთმა განახორციელა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ათი ათასობით ადამიანია დაღუპული, ასობით ბავშვია დაღუპული, ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? და როდესაც ჩვენ დღეს, გვახსენებენ მაიდანს საქართველოს კონტექსტში, ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ შედეგებთან დაკავშირებით, რაც უკრაინას მოუტანა მაიდანმა და რაც ასეთმა პროცესებმა შეიძლება მოუტანოს საქართველოში? ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ. მეორე ფრონტი არის ის, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენ ქვეყანაში“, – განაცხადა მ.
მან უპასუხა შეკითხვას, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე იმის შესახებ, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, სკენ მიდის.
„რაც შეეხება რუსეთისთვის ჩაბარებას, ვინც საუბრობდა მაიდანზე, ზუსტად იმ ადამიანებმა ჩააბარეს უკრაინის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას და იგივე ადამიანებმა ჩააბარეს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის რეპლიკას, რომ სერიოზულად არის საუბარი დასანქცირებაზე, კობახიძე პასუხობს, რომ თავადაც სერიოზულად საუბრობს.
„მე სერიოზულად ვსაუბრობ. კონკრეტულმა ადამიანებმა უკრაინის ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას, კონკრეტულმა ადამიანებმა ათი ათასობით ადამიანი შესწირეს ომს და ეს ყველაფერი მოჰყვა მაიდანს. ეს ადამიანები, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობას იღებდნენ, დღეს საქართველოს ემუქრებიან მაიდანით, ეს არის აღმაშფოთებელი, შემაშფოთებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”