ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას. პრეზიდენტიც ფართო გაგებით ხელისუფლების ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან. ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის.
[…]
თვითონ მიიყვანეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში. როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებ, ეს არის იმის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე.
ნუ, სადაც დააყენეს იქაც ჯობდა არ დაეყენებინათ[კანდიდატი]. თბილისში, მაგალითად ლელოს თანამშრომელია დაყენებული [ირაკლი კუპრაძე]. ეს ადამიანი დაკავებული იყო რითი?! მაგალითად, რომ ხაზარაძე ყოველთვე აგზავნიდა ამ ადამიანს TV პირველში, პარკით ხელში და მიჰქონდა 200 000 ლარი ტელევიზიაში ყოველთვიურად.
ამბობს ირაკლი კობახიძე ლელოს ლიდერებზე.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა ლელოს ლიდერები, მამუკა ჯაფარიძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.