: ჩვენ ვიცით ვინც არის რასა იუკნევიჩიენე, რა სტანდარტები აქვს მას, შესაბამისად, აბსოლუტურად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს

ჩვენ ვიცით ვინც არის რასა იუკნევიჩიენე, რა სტანდარტები აქვს მას. შესაბამისად, აბსოლუტურად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპულ ბიუროკრატიაში მარტივი კოორდინაცია არის, რომლის მიზანია საქართველოს ეროვნული ინტერესები დააზიანონ.

„რასა იუკნევიჩიენეს რაც შეეხება, აქ ობიექტურობაზე საუბარი სრულიად უადგილოა, ჩვენ ვიცით ვინც არის რასა იუკნევიჩიენე, რა სტანდარტები აქვს მას. შესაბამისად, აბსოლუტურად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს. ევროპულ ბიუროკრატიაში მარტივი კოორდინაცია არის, რომლის მიზანია რაღაცნაირად დააზიანონ ჩვენი ეროვნული ინტერესები, თუმცა, ვხედავთ, რომ ამას პრინციპულად ვერ ახერხებენ“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ. ანგარიშს ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. პროექტის თანახმად, ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“. ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა