ირაკლი კობახიძე – ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში ომი უკრაინაში დასრულდება და საქართველოს მიმართ აშშ-ს მიდგომები მაშინვე შეიცვლება – არსებითად და თვისობრივად ურთიერთობების გადახედვა დაიწყება

ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში ომი ში დასრულდება და საქართველოს მიმართ მიდგომები მაშინვე შეიცვლება, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი – დარწმუნებული ვარ მაქსიმუმ 1 წელიწადში, შეიძლება 6 თვეშიც, არსებითად და თვისობრივად ურთიერთობების გადახედვა დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ „ქართული ოცნების“ ოფისში, -თან ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში არჩევნების დასრულების შემდეგ, უკრაინაში ომი მაქსიმუმ 1 წელიწადში დასრულება, რაც რეგიონში ვითარებას დაამშვიდებს.
მისივე თქმით, რეგიონში სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება.
„ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში ომი უკრაინაში დასრულდება, თუ “რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, როგორც უკვე ითქვა, შეიძლება ომი იანვარშიც დასრულდეს. როგორც კი ომი დასრულდება და რეგიონში ვითარება დამშვიდდება, საქართველოს მიმართ მიდგომები მაშინვე შეიცვლება, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი.
პირველ რიგში, ურთიერთობების გადატვირთვა არ არის აპრიორი დამოკიდებული “რესპუბლიკელების” გამარჯვებაზე. თუ “დემოკრატები” გაიმარჯვებენ, ომი ერთ წელიწადში დასრულდება, თუ “რესპუბლიკელები” – მაშინ ნახევარ წელიწადში. ორივე შემთხვევაში ომი დასრულდება და საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება. ანუ აპრიორი, ჩვენი იმედები და ოპტიმიზმი არ არის დაფუძნებული, “რესპუბლიკელების” გამარჯვებაზე. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიხილავთ სამართლიან დამოკიდებულებას და არა ისეთს, როგორსაც ვხედავთ გასული 3-4 წლის განმავლობაში, რაც ძალიან სამწუხარო იყო ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ 1 წელიწადში, შეიძლება 6 თვეშიც, არსებითად და თვისობრივად ურთიერთობების გადახედვა დაიწყოს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში