ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და დიდ ომებს ვერ მოვიგებთ – არც გვინდა ჩავერთოთ, არც დიდ და არც პატარა ომებში – მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გააჟღეროს ჰიმნი, სპორტია

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და შესაბამისად, დიდ ომებს ჩვენ ვერ მოვიგებთ. არც გვინდა ჩავერთოთ, არც დიდ და არც პატარა ომებში. ასეთ ვითარებაში, მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გააჟღეროს ქართული ჰიმნი არის სწორედ სპორტი – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები სფერო, სადაც ზუსტად ჩანს ის, თუ რა შედეგი მოაქვს კონკრეტულ ინვესტიციას.
„ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და შესაბამისად, დიდ ომებს ჩვენ ვერ მოვიგებთ. არც გვინდა ჩავერთოთ, არც დიდ და არც პატარა ომებში. ასეთ ვითარებაში, მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გააჟღეროს ქართული ჰიმნი არის სწორედ სპორტი. შესაბამისად, ძალიან დასაფასებელია ჩვენი სპორტსმენების მიღწევები. განსაკუთრებული მიღწევაა ს მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება და მასაც მინდა მივულოცო ეს წარმატება. სპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები სფერო, სადაც ზუსტად ჩანს ის, თუ რა შედეგი მოაქვს კონკრეტულ ინვესტიციას. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს ხელშესახები შედეგები, როგორიც გვაქვს სპორტის მიმართულებით. გვინდა მაქსიმალურად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით. გპირდებით, რომ საქართველოს მთავრობა ცდას და შრომას არ დააკლებს“,- განაცხადა მ.