ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვართ მართლები და ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა

როგორც არ უნდა იყოს შანტაჟი და მუქარა, ჩვენ ვართ მართლები. ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით. ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყნის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, ამ გზაზე ვერაფერი შეგვაჩერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა, ქვეყენას დადებით შედეგს მოუტანს.
„ჩვენ ვართ მართლები და ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა. ჩვენი პოლიტიკა, დარწმუნებული ვართ, იქნება შედეგიანიც. როგორც შარშან, დეკემბერში იყო შედეგიანი ჩვენი პოლიტიკა, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასეთივე შედეგიანი იქნება ჩვენი ღირსეული პოლიტიკა მომავალშიც. მოლაპარაკებებსაც გაგვიხსნიან და 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება, ყველაზე მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დარწმუნებული ვარ, 2030 წლისთვის, თუ რაიმე გლობალური კატაკლიზმები არ მოხდა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს