ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით არ არის გარანტირებული

“რაც შეეხება თვითონ ჩვენს მოლოდინებს, ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი, თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია. ჩვენ გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით არ არის გარანტირებული.
ჯერ კიდევ არის დარჩენილი 2 საათი, მოსასვლელია ალბათ 200 ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, არის საჭირო თითოეული ამომრჩევლის მობილიზება, ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ჩვენ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ ამ არჩევნებში, არა მხოლოდ დიდი უპირატესობით მოვიგოთ და მოვიპოვოთ მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ასევე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა,” – ამბობს ირაკლი .

ასევე დაგაინტერესებთ

Harris X-ის ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 42% მიიღო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18%; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 13%; „ძლიერმა საქართველომ“ – 9%; „გახარია საქართველოსთვის“ – 8%