ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით

ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მრავალი წელია საქართველოს ხელისუფლებას ვენეციის კომისიაში საკუთარი ინიციატივით კანონპროექტი არ გაუგზავნია, რადგან ხელისუფლებაში ბევრად უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტები არიან.
„ჩვენი ინიციატივით ვენეციის კომისიაში უკვე მრავალი წელია არ გაგვიგზავნია კანონპროექტი. ახლაც მოთხოვნა იყო და მაგიტომ გავაგზავნეთ. შესაბამისად ჩვენ ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ბოლო წლების განმავლობაში ვენეციის კომისიაში საკუთარი ინიციატივით კანონპროექტი არ გაგვიგზავნია. მომავალშიც არ ვაპირებთ, თუ იქნება მოთხოვნა, შეიძლება ანგარიში გავუწიოთ, როგორც წინა წლებში, თუმცა ჩვენი ინიციატივით ინტერესი არ გვაქვს. საქართველოს ხელისუფლებაში არიან იურისტები, სამართლის დოქტორები, პროფესორები, რომლებსაც აქვთ ბევრად უფრო მაღალი კვალიფიკაცია, ვიდრე ვენეციის კომისიაში წარმოდგენილ ექსპერტებს. აქედან გამომდინარე სამართლებრივი ექსპერტიზის ინტერესი არ არსებობს. მითუმეტეს, რომ კონკრეტული ექსპერტების კვალიფიკაციაც კი, რომლებიც ჩართული არიან დასკვნების მომზადებაში, არის საკმაოდ საეჭვო“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას