ირაკლი – ჩვენ ამერიკულ მხარეს ვთავაზობთ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან აღდგეს

ჩვენ ამერიკულ მხარეს ვთავაზობთ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან აღდგეს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, თუ ამერიკის მხრიდან იქნება „ანალოგიური ინტერესი, ურთიერთობები გადაიტვირთება“.
„შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენი მხრიდან, რაც მთავარია, სრული მზაობაა იმისათვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთოს. უფრო მეტიც, ჩვენ ამერიკულ მხარეს ვთავაზობთ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან აღდგეს. თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება. რა თქმა უნდა, დაველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, გამოეხმაურა -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინაში ომის შესაძლო თავიდან არიდებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ნებისმიერი ომის თავიდან აცილებაა შესაძლებელი“.
„იმაზე, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. ამან დამანგრეველი შედეგები მოუტანა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ომის თავიდან აცილება შეიძლება. თავისუფლად შეიძლებოდა 2008 წლის ომის თავიდან აცილებაც, იმავე შეიძლებოდა უკრაინაშიც. თუმცა კონკრეტულმა ძალებმა და ე.წ. დიფსთეითმა და იმავე გლობალური ომის პარტიამაც, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინაში ომი მომხდარიყო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს