ირაკლი კობახიძე – ჩვენს აქციაზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი იყო გამოსული, ვიდრე ოპოზიციის აქციებზე – ეს არის ის თანაფარდობა, რაც “ქართულ ოცნებასა” და კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” შორის არსებობს

ჩვენს აქციაზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი იყო გამოსული, ვიდრე ოპოზიციის აქციებზე. ეს არის ის თანაფარდობა, რაც არსებობს “ქართულ ოცნებასა” და კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” შორის , – ამის შესახებ პრემიერმა, მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები, ან მათ დღის წესრიგს მიმყოლი ადამიანები ქუჩაში გამოდიან.
“რაც შეეხება პროტესტს, საქართველოში არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია, ეს დემოკრატიის ნაწილია. ამ პოლიტიკურ ოპოზიციას საკუთარი მხარდამჭერები ჰყავს, პოლიტიკური უმცირესობა. როდესაც პოლიტიკური ოპოზიცია მხარდამჭერებს არწმუნებს რაღაცაში და ქუჩაში გამოდიან, ეს არის ნორმალური. რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიძულებს პოლიტიკურ უმრავლესობას მიიღონ, ან არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების განმტკიცებას ემსახურება. გადაწყვეტილებას პოლიტიკური უმრავლესობა იღებს. რაც შეეხება რაოდენობებს, ყველამ ნახეთ, რომ ჩვენს აქციაზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი იყო გამოსული, ვიდრე ოპოზიციის აქციებზე. ეს არის ის თანაფარდობა, რაც არსებობს “ქართულ ოცნებასა” და კოლექტიურ “ნაც მოძრაობას” შორის. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები, ან მათ დღის წესრიგს მიმყოლი ადამიანები ქუჩაში გამოდიან და ეს პოლიტიკური უმცირესობის უფლებაა”,-აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია