ირაკლი კობახიძე – ჩვენი უახლოესი მიზანია, დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები

დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურე მთავრობის გადაწყვეტილება, შევინარჩუნოთ ახლო კოორდინაცია ჩვენს კოლეგებთან ევროკომისიასა და სხვა სამსახურებში ჩვენი საერთო დღის წესრიგის ყველა მთავარ საკითხზე, შემდგომ ეტაპებამდე წინსვლის მიღწევის მიზნით. ჩვენი უახლოესი მიზანია, დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა.
„დღევანდელ საბჭოზე ჩვენ განვხილეთ საქართველოს ეკონომიკური მიღწევები და ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრირების პერსპექტივები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე დაფუძნებით. საკვანძო რეფორმების განხორციელებით საქართველომ ცხადყო ძალიან მნიშვნელოვანი, სწრაფი გაჯანსაღება პანდემიის შემდგომ და პანდემიიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. წინსვლის ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წელსაც და დავუბრუნდით იმ ტრაექტორიას, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. ჩვენ ვახორციელებთ წარმატებულ რეფორმებს. ეს ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ მედეგობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორად რჩება რეგიონში.
„საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორად რჩება რეგიონში, რომელიც მნიშვნელოვანი გამოწვევებით გამოირჩევა. ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიული პროცესის განვითარებაში. გავაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობებს ჩვენს ევროკავშირელ პარტნიორებთან და პროცესი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, ეკონომიკური და დაკავშირებადობის პროცესი, ხელშესახებ შედეგებს მოუტანს როგორც რეგიონს, ასევე ევროპას. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი და მიმდინარე ოკუპაციის შედეგები. მინდა დავადასტურო მადლიერება ევროკავშირის მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე იმ წვლილისთვის, რაც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ევროკავშირს შეაქვს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ