ირაკლი – ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას, ამით საქართველო გახდება ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა

ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ქვესადგური „წყალტუბო 500“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, გვინდა 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას და ამით საქართველო გახდება ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, ამისთვის მუშაობა დაწყებულია და გრძელდება. ვფიქრობთ, რომ ჩვენ 2028 წლისთვის გადავაჭარბებთ უკვე 8 000 მეგავატს ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით და 2030 წლისთვის გეგმა არის, რომ გადავაჭარბოთ 10 000 მეგავატს. ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი, რომელიც აუცილებლად შესრულდება.
ჩვენ ქართველი ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სფეროში ქვეყნის მაქსიმალურ წარმატებაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, ძალიან ამბიციური გეგმა და ამ გეგმას პირნათლად შევასრულებთ. ჩვენი სამთავრობო პროგრამის სახელწოდება გახლავთ – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გეგმაზომიერად შევასრულოთ ეს ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე – საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას

ირაკლი კობახიძე – ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას – ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში