ირაკლი – ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ

ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ თურქეთში თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს იქნება „ქართული ოცნების” მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ.
„არჩევნებს გარკვეული აზარტიც უკავშირდება და ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, თან ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ამ აზარტის თვალსაზრისით მათი მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო”, – აღნიშნა მ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ეუთო/ოდირმა დაადასტურა საპარლამენტო ს ლეგიტიმურად ჩატარება და ოპოზიციას არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროკურატურაში დაიწყო ოფიციალური გამოძიება ს თემაზე და ოპოზიციის წარმომადგენლები იქაც არ მიდიოდნენ.
„ყველაფერი დღესავით ნათელია. ერთადერთი, რაზეც ლაპარაკობდნენ, იყო ე.წ. გაჟონვა, თუმცა ეს როგორი თემაა, თავადაც ხვდებით. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება და შეუძლია ყველა უცხოელს, დააკვირდეს ამ არჩევნებს, როგორც მოესურვება“, – განაცხადა კობახიძემ.