ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის არ არის საინტერესო, ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, საქართველოში შედგება სრულფასოვანი არჩევნები

მთელი რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის სრულიად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე ისინი უკვე უპირისპირდებიან ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები იძულებული გახდნენ, გარე დავალებების საფუძველზე არ შესულიყვნენ პარლამენტში, რითაც მათ დაკარგეს მთავარი ტრიბუნა, რომელიც უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას.
„ოპოზიციაში დაპირისპირება არის სისუსტის ნიშანი, ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც არის იმ პროცესების შედეგი, რაც გამოვიარეთ ჩვენ ს შემდეგ. ისინი იძულებული გახდნენ, გარე დავალებების საფუძველზე არ შესულიყვნენ პარლამენტში, შესაბამისად, მათ დაკარგეს მთავარი ტრიბუნა, რომელიც უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას. ასეთ პირობებში მთელი რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის სრულიად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე ისინი უკვე უპირისპირდებიან ერთმანეთს. ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო, საინტერესო არც ის არის, თუ ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა, ასეც და ისეც საქართველოში შედგება სრულფასოვანი არჩევნები”, – განაცხადა მ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარტიაზე „გახარია- საქართველოსთვის“ და აღნიშნა, რომ „რეალურად, გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი”.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის 12 დეპუტატს არ ეკუთვნის მანდატები საქართველოს პარლამენტში.
„რეალურად გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ 12 დეპუტატს არავითარ შემთხვევაში არ ეკუთვნის მანდატები საქართველოს პარლამენტში. დანარჩენი პარლამენტის გადასაწყვეტია, შემდეგ საშემოდგომო სესიაზე დადგება დღის წესრიგში ეს საკითხი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.