პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე შობის დღესასწაულს ულოცავს ყველა თანამოქალაქეს, ვინც მაცხოვრის დაბადებას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
პრემიერი მოქალაქეებს მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს უსურვებს.
„შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც მაცხოვრის დაბადებას 25 დეკემბერს აღნიშნავს. ეს დღე ყველა ქრისტიანისთვის სიყვარულისა და ნათელი მომავლის სიმბოლოა. გისურვებთ მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს თქვენს ოჯახებში“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.