– შეძლებს თუ არა „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ჩვენს მაგალითზე, ყველაზე კარგად გამოჩნდება – იმედი გვაქვს, რომ „დიფ სტეიტის“ დამარცხებით, მშვიდობა დაისადგურებს მსოფლიოში

რისკები, ბუნებრივია რჩება, შეძლებს თუ არა „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ეს გამოჩნდება უკვე 20 იანვრის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე ნათლად საქართველოს მაგალითზე გამოჩნდება, -ის ახალი ადმინისტრაცია რამდენად შეძლებს „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, რაც, თავის მხრივ, მსოფლიოში მშვიდობის დასადგურებას შეუწყობს ხელს.
„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეძლებს დამარცხებას, თუმცა, ვიმეორებ, ეს არ იქნება მარტივი. ჩვენს მაგალითზე, ყველაზე კარგად გამოჩნდება ის, თუ რამდენად დამარცხდება „დიფ სტეიტი“ და არაფორმალური გავლენები -ში. „გლობალური ომის პარტია“ უნდა დამარცხდეს – ეს არის მნიშვნელოვანი არა მარტო აშშ-სთვითს, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის. თქვენ ნახეთ, რა უქნეს მსოფლიოს წინა 4 წლის განმავლობაში და რა მოუტანა „დიფ სტეიტმა“ მსოფლიოს წინა ოთხი წლის განმავლობაში – მთელი მსოფლიო არის არეული: რა ხდება ში, ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის, სირიაში. მთელი მსოფლიო არიეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამარცხდება „დიფ სტეიტი“ და „დიფ სტეიტთან“ ერთად დამარცხდება ომი მსოფლიოში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „დიფ სტეიტის“ დამარცხებით, მშვიდობა დაისადგურებს შემდეგი 4 წლის განმავლობაში მსოფლიოში“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“