ირაკლი კობახიძე – შეურაცხყოფას, ცილისწამებას, ყველა ამ მანკიერ გამოვლინებას უნდა დავუპირისპირდეთ, ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა

შეურაცხყოფას, ცილისწამებას, ყველა ამ მანკიერ გამოვლინებას უნდა დავუპირისპირდეთ, ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მმართველი პარტიის მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, კანონპროექტი თავსებადია გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან.
„დღევანდელი პრაქტიკა არის ის, რომ არავითარი ზღვარი არ აქვს არც შეურაცხყოფას, არც ცილისწამებას და ეს არის საზოგადოების პრობლემა. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას, ცილისწამებას, ყველა ამ მანკიერ გამოვლინებას უნდა დავუპირისპირდეთ. ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ჩვენ რაზეც ვმსჯელობთ, ყველაფერი თავსებადია გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან. ამ ძირითადი უფლების ფარგლებში ყველა საჭირო ზომა უნდა იყოს მიღებული“,- განაცხადა მ.
რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს კანონპროექტი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებას ემსახურება.
„რეალურად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ემსახურება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებას. თქვენ გახსოვთ როგორი პროცესები წარიმართებოდა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. პირდაპირი უხეში ჩარევის ფაქტები. კარგად გახსოვთ როგორ დაიბარა მაგალითად -ის საელჩოს წარმომადგენელმა ერთ-ერთი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე და როგორ მოსთხოვა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მოსამართლის გადაწყვეტილების სამართლიანობა. თუმცა ფაქტი დარჩა ფაქტად და არავის აშშ-ის საელჩოდან ამ უხეში ჩარევისთვის, სამწუხაროდ, პასუხი საზოგადოების წინაშე არ გაუცია. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას სჭირდება დამოუკიდებლობის განმტკიცება. ყველა ის ცვლილება რომელიც არის ასახული კანონპროექტში, რომელსაც განიხილავს საქართველოს პარლამენტი, ემსახურება სასამართლოს და ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა მოამზადა კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მთელი რიგი ცვლილებები შედის. მათ შორის სასამართლოში – სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლებამოსილება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. ასევე, ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით – ვერბალურად, უხამსი ან სხვაგვარი ქმედებით, ნებისმიერ ვითარებაში – სასამართლო სხდომაზე თუ საჯარო სივრცეში მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.
რაც შეეხება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს, უქმდება კანონის ნორმა, რომლის მიხედვით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის ამოქმედების შედეგად, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება, ხოლო მოსარჩელე, რომელმაც შესაძლო მორალური და რეპუტაციული ზიანი მიიღო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლდება.