ირაკლი კობახიძე – შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდეს მოსმენილის გააზრების უნარი, მაგრამ მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს – როცა იცი, რა ითქვა და სიცრუით პასუხობ, ეს მეტყველებს მის რეალურ განზრახვაზე – ის საკუთარ სკამს ვერ ელევა

შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდეს მოსმენილის გააზრების უნარი, მაგრამ მინიმუმ მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს მოსმენილის და წაკითხულის გააზრების უნარი – როდესაც იცი, რა ითქვა და სიცრუით პასუხობ ამ ყველაფერს, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ მეტყველებს ს რეალურ განზრახვაზე, – ამის შესახებ პრემიერმა, მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პრეზიდენტი გუშინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდა და სპეციალური დანიშნულების რაზმს მიმართა.
როგორც პრემიერმა განმარტა, სალომე ზურაბიშვილი ვერ ელევა საკუთარ სკამს და ყველანაირად ცდილობს დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს.
„აქაც იგივე შეიძლება ითქვას, რაც ელჩის და ასეთი ფაქტების შემთხვევაში. როდესაც ჯერ კიდევ პრეზიდენტი ხარ, ამხელა ადმინისტრაცია გყავს, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდეს მოსმენილის გააზრების უნარი, მაგრამ მინიმუმ მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს მოსმენილის და წაკითხულის გააზრების უნარი.
როდესაც იცი, რა ითქვა და სიცრუით პასუხობ ამ ყველაფერს, ბუნებრივია, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს სალომე ზურაბიშვილის რეალურ განზრახვაზე – ის ვერ ელევა საკუთარ სკამს. ყველანაირად ცდილობს დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს, არ აღიარებს ს შედეგებს, უნდა რომ ამ რეჟიმში გაატაროს დარჩენილი 5 პარასკევი. ეს 5 პარასკევიც ამოიწურება და აქტუალობას დაკარგავს თავიდან ბოლომდე ეს ქალბატონი. მის ქმედებებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. ის მილევად რეჟიმშია“,- აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა მან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა აზრს მოკლებულია.
„რაც შეეხება იმპიჩმენტს, მარტივად არის საქმე: ჩვენ არ გვაქვს 100 მანდატი პარლამენტში, შესაბამისად აზრს მოკლებულია იმპიჩმენტის პროცედურა.
მეორე: ისედაც ეწურება ერთ თვეში უფლებამოსილების ვადა. დღეს იმპიჩმენტის პროცედურას აქტუალურობა არ აქვს“,- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა. პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოქალაქეებმა მისი აქციაზე, ხალხის გვერდით დგომა მოითხოვეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მისვლისას სპეციალური დანიშნულების რაზმს მიმართა: „თქვენი მოვალეობაა, დაიცავთ სახელმწიფოებრიობა, მოქალაქეები – რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს, ფიცი ვის წინაშე დადეთ?!“