: …შესაბამისად, 200 ათასი ლარის გაფლანგვა აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციაა, რომელიც ვრცელდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით

რაც შეეხება კონსტრუქციას, ეს არ დაიკარგება და ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა უახლოეს მომავალში. შესაბამისად, 200 ათასი ლარის გაფლანგვა აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციაა, რომელიც ვრცელდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტს კანცელარიის ღობის აღებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება [კანცელარიის] ღობის საკითხს, იყო მთელი რიგი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები. ღობესაც და ღობის არ არსებობასაც აქვს თავისი პლუს-მინუსები. მქონდა კონსულტაციები, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი. ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ. ასევე იყო სპეკულაციები ხარჯებთან დაკავშირებით, თითქოს 200 ათასი ლარი გადაყარა სახელმწიფომ ამ ღობის ჯერ მონტაჟით და მერე დემონტაჟით, რაც არის აბსოლუტურად არასწორი. ერთადერთი, დამატებითი ხარჯი, რაც გვქონდა, ეს იყო ღობის მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯი. რაც შეეხება კონსტრუქციას, ეს არ დაიკარგება და ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა უახლოეს მომავალში. შესაბამისად, 200 ათასი ლარის გაფლანგვა აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციაა, რომელიც ვრცელდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს