ირაკლი : შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე, ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე, ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი. ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული. შემოყვანის აკრძალვა ჩანაცვლდება გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რაც მთავრობამ მიიღო.”  – თქვა ირაკლი კობახიძემ
🔴 12 თებერვალს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა იკრძალებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა – საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა

გივი თარგამაძე – გამოკითხვის ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას – ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა“! – შევეცადე ამეხსნა, რომ ქვეყანას ვნებს რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება