ირაკლი კობახიძე – შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებებისთვის – მთავარია, რომ კონკრეტული შენიშვნები მივიღოთ კანონთან დაკავშირებით, რაც დღემდე არ მიგვიღია

შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებების განსახორციელებლად, მთავარია, რომ კონკრეტული შენიშვნები მივიღოთ კანონთან დაკავშირებით, რაც დღემდე არ მიგვიღია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონთან დაკავშირებით დღემდე არ ყოფილა რაიმე სამართლებრივი შენიშვნა და თუ მიიღებენ, ნებისმიერი შენიშვნის განსახილველად მზად არიან.
„რაც შეეხება კანონს, ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებების განსახორციელებლად, მთავარია, რომ კონკრეტული შენიშვნები მივიღოთ კანონთან დაკავშირებით, რაც დღემდე არ მიგვიღია. კანონთან დაკავშირებით დღემდე არ ყოფილა რაიმე სამართლებრივი შენიშვნა. თუ მივიღებთ, ოღონდ რამე მივიღოთ – ნებისმიერი შენიშვნის განსახილველად მზად ვართ. იმდენად მარტივია ეს კანონი, რომ ვერც წარმომიდგენია, რა შენიშვნა შეიძლება მოგვცენ ჩვენმა პარტნიორებმა ამასთან დაკავშირებით. ამ კანონში ერთადერთი რამ წერია, დანარჩენი მთლიანად ტექნიკური ფორმებია. აქამდე თუ ვერ შეძლეს შენიშვნების წარმოდგენა, არ ვიცი, ამის შემდეგ როგორ შეძლებენ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ღიაობას სამართლებრივი დისკუსიისთვის“, – განაცხადა მ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ისინი ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავლენ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხარჯზე და თუ ექნებათ სამართლებრივი შენიშვნა, ამ შემთხვევაში შესაბამის ნორმებს ჩაასწორებენ.
„ეს კანონი ეხება სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას. ჩვენ ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხარჯზე. თუ ექნებათ სამართლებრივი შენიშვნა და დაგვიმტკიცებენ, რომ გარკვეული ნორმები სამართლებრივად გაუმართავია და ეწინააღმდეგება მაგალითად, ევროპულ სამართლებრივ პრინციპებს, ამ შემთხვევაში შესაბამის ნორმებს ჩავასწორებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ