ირაკლი კობახიძე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 28 ივნისს გამოვა

პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 28 ივნისს გამოვა. ეს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომაა – ამ დღით სესია დაიხურება.
როგორც ბიუროს სხდომაზე, სხდომის წამყვანმა მ განაცხადა, პრემიერის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციები გაიმართა. ვოლსკის თქმით, მოთხოვნილი თარიღი 28 ივნისია, რასაც ბიურო დათანხმდა.
სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წერილობითი ფორმით უკვე წარდგენილია. დოკუმენტი 2023 წლის ივნისიდან – 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ