ირაკლი კობახიძე: ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი, სამხრეთ კავკასია კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ

ვაღიარებთ რა მშვიდობის ფასს, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი, სამხრეთ კავკასია კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის მთავარი თემაა – “ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში”.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს.

„მთელი გულით მივესალმებით და გვახარებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესი, რითაც შეიქმნა პლატფორმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ნდობის, ერთიანობის გაძლიერებისა და საერთო მომავლის უზრუნველყოფისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ