ირაკლი – ყველა პრიორიტეტი სათანადოდაა ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში – სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, რომ ყოველწლიურად გავზარდოთ ბიუჯეტი

ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული ბიუჯეტის პროექტში, მათ შორის, სოციალური მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს ბიუჯეტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ბიუჯეტის ხარჯების მესამედზე მეტი არის სოციალური თავისი შინაარსით, ეს არის – ჯანდაცვის მიმართულება და სოციალური მიმართულება.
„ასევე, ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. 8 მლრდ-ზე მეტი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის მიმართულებით კაპიტალური დანახარჯების სახით ჩვენს ქვეყანაში. ასევე იცით, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაგეგმილი და შესაბამისი ხარჯებიც არის გათვალისწინებული, ბუნებრივია, ჩვენს ბიუჯეტში. ეს უკავშირდება განათლების რეფორმას და სხვა მიმართულებებს. ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული ჩვენს ბიუჯეტში. სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, რომ გავზარდოთ ყოველწლიურად ბიუჯეტი. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების ზრდაც იმისათვის, რომ კიდევ უფრო გამართულად მუშაობდეს ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, გაძლიერდეს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები. ყველა პრიორიტეტი არის სათანადოდ ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში”, – აღნიშნა პრემიერმა.