ირაკლი კობახიძე – ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ წელსვე გადავიდეთ ახალ ეტაპზე, ეს არის უკვე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა – გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი საფეხური უკვე რეალიზებული იქნება წლის ბოლომდე

ეს ორი დღე გვაძლევს ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს, რეალურად აჩვენა ის, რომ პროგრესი გვაქვს ძალიან კარგი, ტენდენცია არის ძალიან კარგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო წელსვე გადავიდეს ახალ ეტაპზე, რაც არის უკვე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნა.
„ეს ორი დღე გვაძლევს ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ დაფიქსირდა ძალიან მეგობრული განწყობა ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. შესაბამისად, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი საფეხური უკვე რეალიზებული იქნება ამ წლის ბოლომდე”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები