ირაკლი კობახიძე: ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნების დღისთვის – ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი მეცხრე მარცხისთვის

ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ ს დღისთვის – ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი მეცხრე მარცხისთვის 26 ოქტომბერს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.

ის გამოეხმაურა ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას და აღნიშნა, რომ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების მიმართულებით ვერავითარი ხარვეზი ვერ დადგინდა.

„ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, რაც პრინციპში მთლიანად ასახავს წინასაარჩევნო გარემოს, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთადერთი პრობლემა გამოიკვეთა ამ დასკვნაში, რაც ისედაც ყველამ ვიცით, ეს არის პოლარიზაცია -ეს არის პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და ეს არის პოლარიზაცია მედიაში. ეს არის ერთადერთი სისტემური პრობლემა, რაც გვაქვს ქვეყანაში და სწორედ ამ პოლარიზაციის დაძლევას ემსახურება ის გეგმა, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას და რომელიც უკავშირდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას. ვიდრე ეს არ მოხდება, პოლარიზაცია ძალაში დარჩება. რაც შეეხება თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დადგინდა ვერავითარი არსებითი ხარვეზი. შესაბამისად, მე ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნების დღისთვის- ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი, მეცხრე მარცხისთვის 26 ოქტომბერს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

IPSOS-ის კვლევის ავტორი – ყველა მხარე საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება – ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა საქართველო სანიმუშო მაგალითად გამოდგეს