ირაკლი კობახიძე – ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და მათ შორის ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს და ფინანსდება „შავი ფულით“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტული მედიასაშუალებები ქცეული არიან სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად და ამაში ე.წ. შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, “მთავარი არხი” დაუსაბუთებელი თანხებით ფინანსდებოდა.
როგორც მ ჟურნალისტებს განუცხადა, ალბათ, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან.
„ზოგადად, ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და მათ შორის ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს და ფინანსდება „შავი ფულით“, ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა, ალბათ, ახალი დეტალები არის გამოკვეთილი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგადად, ეს პოლიტიკური ძალები ასრულებენ ძალიან ნეგატიურ როლს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას. ის, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები ქცეული არიან სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად, რა თქმა უნდა, ამაშიც შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. ალბათ, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან“,-განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ