ირაკლი კობახიძე ყაზახეთში გაემგზავრა – ის ტოყაევს და ბეკტენოვს შეხვდება

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ყაზახეთში გაემგზავრა – ის ყაზახეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევსა და ოლჟას ბეკტენოვს შეხვდება.
კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის 5-6 თებერვალს შეხვდება ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს, „პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში“.
ადმინისტრაციის განცხადებით, ს პრეზიდენტის სასახლეში ასევე უმასპინძლებს პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი.
კობახიძეს თან ახლავს „ქართული ოცნების“ მთავრობის სხვა წევრები: ლევან დავითაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ქარსელაძე, დავით სონღულაშვილი, ალექსანდრე წულაძე, შალვა გოგოლაძე და ასევე ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
· ყაზახეთი რიგით მერვეა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო ბრუნვა აქვს. 2024 წელს სავაჭრო ბრუნვამ – იმპორტისა და ექსპორტის საერთო მოცულობამ – 922 მილიონი დოლარი შეადგინა;
· ყაზახეთი ამავე დროს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი, ჩინეთთან – 2023 წლიდან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორთან – დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი სატრანზიტო ქვეყანა.
2024 წლის საპარლამენტო ს შემდეგ, – რომლის ლეგიტიმურობასაც საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები, ასევე ოპოზიცია და მეხუთე პრეზიდენტი არ ცნობენ და რომლის მიმართაც კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს, – ეს ირაკლი კობახიძის მეხუთე ვიზიტია საზღვარგარეთ; პროევროპული მასობრივი დემონსტრაციების დაწყების შემდეგ კი – მეოთხე ვიზიტი.
· 2024 წლის 7 ნოემბერს კობახიძე უნგრეთს ეწვია და „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ (EPC) სამიტში მიიღო მონაწილეობა; სამიტის ფარგლებში შეხვდა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს, რომელიც მანამდე, 28-29 ოქტომბერს, თბილისს ეწვია „ოცნების“ ხელისუფლების მხარდასაჭერად.
· 2025 წლის 16-17 იანვარს კობახიძე აზერბაიჯანს ეწვია;
· 26-27 იანვარს – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა;
· 30-31 იანვარს კი იგი სომხეთში იმყოფებოდა.
დასავლეთთან „ქართული ოცნების“ ურთიერთობების დაძაბვის, ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებისა და აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე, „ქართული ოცნება“ დასავლური სამყაროსგან იზოლაციის რისკის წინაშეა.
28 ნოემბერს დაიწყო მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები, რომლებიც არაერთხელ დაშალეს და დაარბიეს, სცემეს დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს. სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 60-ზე მეტი ადამიანი.
ფორუმი