ირაკლი – ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე ჩვენი საიმედო საყრდენი სწორედ მისი უწმინდესობის ილია მეორეს სიბრძნე და ლოცვა-კურთხევაა

ჩვენი ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე ჩვენი საიმედო საყრდენი სწორედ მისი უწმინდესობის სიბრძნე და ლოცვა-კურთხევაა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მისალოც წერილშია ნათქვამი.
ირაკლი -ს დაბადების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ პატრიარქის თავდადებული მსახურება, უზენაესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის.
„დაბადების დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს -ს.
თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს უახლესი ისტორიის ამ გარდამტეხ ეტაპზე, მისი სულიერი წინამძღოლობა იყო მთავარი ძალა, რომელიც საზოგადოებას სიმშვიდით, ერთიანობითა და მომავლის რწმენით ავსებდა.
ჩვენი ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე ჩვენი საიმედო საყრდენი სწორედ მისი უწმინდესობის სიბრძნე და ლოცვა-კურთხევაა. პატრიარქის თავდადებული მსახურება, უზენაესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის.
მისი ღვაწლისადმი უდიდესი პატივისცემითა და მადლიერებით, მის უწმინდესობას ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვის ტექსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა