– ქვეყანაში ოპოზიცია არ არის და იძულებულები ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში – ამიტომ ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე

ქვეყანაში ოპოზიცია არ არის და იძულებულები ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში – ამიტომ ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი მ განაცხადა.
მ ისაუბრა საკადრო ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ზოგადად, განახლება ნებისმიერ სისტემას სჭირდება.
„გიორგი გაბიტაშვილი არის ღირსეული კაცი, სწორედ ეს იყო მიზეზი იმის, რომ ის დაიკავებს ძალიან მაღალ თანამდებობას პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ.
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ვერაფერს გამოვრიცხავთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ცვლილება წაადგა სწორი მიმართულებით შესაბამისი დარგების განვითარებას. იმის გამო, რომ განხორციელდა ცვლილებები, მარტო რკინიგზასა და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში შევძელით 52.5 მილიონი ლარის დაზოგვა, ეს მინიმალური მაჩვენებელია ცვლილებების შედეგად. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც ცუდი იყო და ვიღაც კარგია. განახლება ნებისმიერ სისტემას სჭირდება.
იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არის რეალურად ოპოზიცია, ოპოზიცია უნდა ასრულებდეს იმ როლს, რასაც ჰქვია ხელისუფლების ფორმაში ყოფნა. ოპოზიცია ქვეყანაში არ არის და ჩვენ იძულებულები ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში. ამიტომ ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე, ამან კონკრეტული შედეგები მოიტანა“,- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს