– ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მომდევნო სამი წელი არ იქნება და შეგვიძლია, სრულად ქვეყნის განვითარებაზე ვიყოთ კონცენტრირებული – მიუხედავად ყველა ტურბულენტობისა, ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი ვაჩვენეთ

დღეს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა გვაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველოში სტაბილურ გარემოს შევინარჩუნებთ, რაც ქვეყნის განვითარების გასაღებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა ქვეყანა, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო ს შემდეგ.
„ქვეყანაში გადატრიალების ხუთი განსხვავებული მცდელობის წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ ახლა სიტუაცია სრულიად სტაბილურია და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით სიტუაციის სტაბილიზაცია მოვახერხეთ. ოპოზიცია ძალიან დასუსტდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების გამო.
ახლა ჩვენ გვაქვს სტაბილურობა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, სრულად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე. მიუხედავად ყველა იმ მცდელობისა, იმ ტურბულენტობისა, რაც ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განიცადა, ჩვენ ეკონომიკური განვითარების ძალიან მაღალი ტემპი ვაჩვენეთ და ახლა სრულად ამაზე ვართ კონცენტრირებულები“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მთავრობამ საგანგებოდ, საიდუმლოდ გადაწყვიტა, რომ კომერციული საიდუმლო გრიფი დაედო Eagle Hills Georgia -სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას – ამ ყველაფრის უკან იმალება სერიოზული პრობლემა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ აღძრულ საქმეებზე – თუ რამე პრეტენზია ექნებათ და მართლმსაჯულების გადაწყვეტილება არ მოეწონებათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ – იქაც რომ დამარცხდებიან, მერე მაინც მოიხადონ ბოდიში!