ირაკლი – ქაცარავას და სხვა „ნაციონალებს“ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან – თქვენ გახსოვთ ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე პროვოკაცია და კაცი მოგვიკლეს, ვაჟკაცი კაცი, თამაზ გინტური

ქაცარავას და სხვა „ნაციონალებს“ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. თქვენ გახსოვთ ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე პროვოკაცია და კაცი მოგვიკლეს, ადამიანი, ვაჟკაცი კაცი, თამაზ გინტური, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას განცხადებას, რომ თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ სოფელ საკორინთლოს მიმდებარედ და საგუშაგო გაააქტიურეს.
კობახიძის თქმით, ხელისუფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად მაქსიმუმს აკეთებს.
„პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ ქაცარავამ და სხვა „ნაციონალებმა“, ეს არის ჩემი მოწოდება მათ მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები იყოს დაცული მიუხედავად იმ უმძიმესი მემკვიდრეობისა, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეს. თქვენ გახსოვთ, რომ სწორედ „ნაციონალებმა“ შემოხაზეს ის ე.წ. საზღვრები, რომლებიც შემდეგ მავთულხლართებით განიმტკიცა რუსეთის ფედერაციამ. არ შეიძლება ამ ადამიანებთან საუბარი, რაღაც სხვანაირად. ისინი არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები და შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს მათ ნებისმიერ ქმედებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თათა ცოფურაშვილი: ვინც პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბრებს, იმ ახალგაზრდებიდანაც ბიჭებს ჯარში წაიყვანენ, რადგან პროფესიული სასწვალებელი ჯარიდან არ ათავისუფლებს. ასეთი მოდელია რუსეთში დღეს

“მილიონერი ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, სანამ ჩვენი ეკონომიკის აყვავებას შეუდგებოდა, სანამ არაბული ქალაქების აშენებას ხსნად და განვითარებად შერაცხავდა, შემდეგ კი, ამავე ხელშეკრულებას კომერციულ საიდუმლოებად გამოაცხადებდა…”