ირაკლი – ქართული საზოგადოება დიდი ოპტიმიზმით ელოდება -ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, ამ მომენტს ვერ მოუსწრებს, მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს ეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, „შესაბამისად, მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის -ის პრეზიდენტის ინაუგურაცია“.
კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის დონალდ ტრამპთან შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება დიდი ოპტიმიზმით ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, რასაც „ ვერ მოუსწრებს“.
„ვფიქრობთ, რომ 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება მსოფლიოში ყველაფერი. მნიშვნელოვნად დამშვიდდება, მათ შორის ჩვენი რეგიონი. ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. დიდი იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად დამშვიდდება ეს რეგიონი და ეს დადებითად უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც. შესაბამისად, ქართული საზოგადოება დიდი ოპტიმიზმით ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამ მომენტს სალომე ზურაბიშვილი ვერ მოუსწრებს, მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და ის ცვლილებები, რომელიც აშშ-ში განხორციელდება, ასევე ამაზე მეტყველებს“,-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი პარიზში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – თუ საფრთხეს ნამდვილად აღიქვამ, სუს-ში კი არ დაიბარებდი ექსპერტულ საზოგადოებას – როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ერთად უნდა ვმუშაობდეთ, ქვეყნის შიგნით კი არ ვეძებდეთ მტერს

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს