ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ შეკრებაზე – ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ძალიან რეალურია

ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამაში საზოგადოება მაშინ დარწმუნდა, როდესაც ოპოზიციის აქცია „ჩავარდა“, გუშინ კი „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი შეიკრიბა.
„ამაში საზოგადოება დარწმუნდა, როდესაც ოპოზიციის აქცია „ჩავარდა“, ახლა კი კიდევ უფრო გამყარდა ეს რწმენა, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად გუშინ უამრავი ადამიან შეიკრიბა. რეალურად, ჩვენ გვაქვს ეს მიზანი -საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მყარად გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. გუშინდელი შეკრება სწორედ ამის დემონსტრირებას იყო. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად ყველანაირი რესურსი გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური – ბრძანებას მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი – აქციებზე შეიძლება იყო გადამეტება, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება, პოლიციელების გარჩევა რთულია

ლევან ცუცქირიძე – მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ახლა ატარებენ ჩხრეკას და ცდილობენ დააშინონ – იყავით მტკიცედ, ნუ შეგაშინებთ „ქართული ოცნების“ დასკვნითი აქტის აბსურდი