– ქალბატონ კალასს კითხვა დაუსვეს ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით, რაზე პასუხსაც გვერდი აუარა, რადგან პასუხი არ არსებობს – თვალსაჩინოა, რომ ორმაგი სტანდარტია, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით იყენებს

ქალბატონ კალასს კონკრეტული კითხვა დაუსვეს ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით, მან ამ კითხვაზე პასუხს გვერდი აუარა იმიტომ, რომ ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს – თვალსაჩინოა, რომ ორმაგი სტანდარტებია, რომელსაც იყენებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებებს გამოეხმაურა.
პრემიერის თქმით, ევროკავშირის მიმართ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ გარემოებებზე და ამაზე უნდა დაფიქრდეს ევროკავშირის ბიუროკრატიის ყველა წარმომადგენელი.
„ქალბატონი კალასის პასუხი ძალიან სუსტი იყო. მას კონკრეტული კითხვა დაუსვეს და აქ -ის გაწევრიანება ევროკავშირში არაფერ შუაშია. კონკრეტული კითხვა იყო დასმული ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით. ამ კითხვაზე პასუხს გვერდი აუარა ქალბატონმა კალასმა, იმიტომ, რომ ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს.
თვალსაჩინოა, რომ ორმაგი სტანდარტებია, რომელსაც იყენებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით და კონკრეტულად, -სთან მიმართებით. რაც შეეხება იმ კრიტიკას, რომელიც ჩვენგან ისმოდა მთელი ამ წლების განმავლობაში და რომელსაც ახლა იმეორებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, ეს კრიტიკა დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ გარემოებებზე და ამაზე უნდა დაფიქრდეს ევროკავშირის ბიუროკრატიის ყველა წარმომადგენელი და არ უნდა სცადოს დასმულ კითხვებზე გვერდის ავლა“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა: „ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის ნაწილი იმ რიტორიკის პირობებში, რომელსაც იგი იყენებს ევროპული ბიუროკრატიისა და თავად ევროკავშირის მიმართ. ახლა მსგავსი ნარატივები აისახება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც. რა არის თქვენი პასუხი ამაზე იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონის რიტორიკა ახლა თითქოს თბილისის პოლიტიკასთან თანხვედრაშია? მზად ხართ თუ არა, დაადანაშაულოთ ტრამპის ადმინისტრაცია კრემლის მიერ ნაკარნახევი სცენარის შესრულებაში, თუ ეს თქვენი პოლიტიკის ფუნდამენტურ ორმაგ სტანდარტს ავლენს საქართველოს მიმართ?“, რაზეც კალასმა განმარტა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, აშშ არ ცდილობს ევროკავშირში შესვლას.
„განსხვავება ისაა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს ევროკავშირს შემოერთდეს. რა თქმა უნდა, რაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წავიკითხეთ, სასიამოვნო არ წასაკითხი არ არის, თუმცა ჩვენ მივიღეთ მიდგომა, რომ არ ჩავერევით ჩვენი მოკავშირეების შიდა პოლიტიკაში.
რაც შეეხება საქართველოს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ როცა ერთი მხრივ, საქართველო აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის არჩევა, ვხედავთ მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ეს არის სიგნალი მთავრობისთვის, რომ ვიდრე გააგრძელებენ ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება“, – აღნიშნა კაია კალასმა.