ირაკლი – ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან” დაწყებული „ნაცმოძრაობით” დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის პარტიული მხარდამჭერია – ამაზე მეტი ვენის კონვენციის დარღვევა უბრალოდ არ არსებობს

ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან” დაწყებული „ნაცმოძრაობით” დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია, პარტიულად უჭერს მხარს ამ სუბიექტებს. ამაზე მეტი ვენის კონვენციის დარღვევა უბრალოდ არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს კონკრეტული რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება, რომლის წევრებსაც ფიშერი ხვდება და ახალისებს.
„რაც შეეხება ფიშერს, ის ჯერ მარტო არის მდგმურად ხაზარაძის სახლში. თავისთავად ესეც საჭიროებს რეაგირებას, თუმცა ყველანაირი სტანდარტი არის წაშლილი დღეს ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებში, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. რაც შეეხება სხვა ფაქტებს, ხედავთ, რომ არის კონკრეტული რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება, რომლის წევრებსაც ხვდება და ახალისებს. აქედან ორ დღეში ამ რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები პირდაპირ აწყობენ რადიკალურ აქციებს, გამოირჩევიან რადიკალიზმით, აგრესიით, სიძულვილით, თან არიან გარკვეული პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებული რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფებები, ამაზე მეტი დარღვევა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე ვერ წარმომიდგენია. ის პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ნებისმიერ ადამიანს ჰკითხეთ, პოლიტიკურად ვისი მხარდამჭერია ფიშერი. გეტყვიან, რომ „ლელოდან” დაწყებული „ნაცმოძრაობით” დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია. პარტიულად უჭერს მხარს ამ სუბიექტებს. ამაზე მეტი ვენის კონვენციის დარღვევა უბრალოდ არ არსებობს”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება „ოცნების“ლიდერებს მოგზაურობის დისკომფორტამდე დაჰყავთ, მაგრამ სერიოზული პოლიტიკური გზავნილია – რაც მალე მოეგებიან გონს, მით უკეთესი მათთვის

ლორა თორნტონი – ბევრს ჰგონია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ახალია, მაგრამ ვიკამათებ, რომ ნიშნები დიდი ხნის წინ ჩანდა – ფატალური ნაკლი იყო “ქართული ოცნების” მმართველობის დასაწყისში და ეს ნაკლი რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ივანიშვილია