ირაკლი კობახიძე ფეხბურთელების დაჯილდოებაზე – სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც არ გამოუვა

სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა სიიდან კონკრეტული სახელი და გვარების ამოღება, მათ შორის, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ქართული ფეხბურთის წინაშე დიდი დამსახურება აქვთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა ფეხბურთელების ღირსების ორდენის დაჯილდოების საკითხშიც სცადა განხეთქილების შეტანა.
„რაც შეეხება ღირსების ორდენის თემას, ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა კონკრეტულ სივრცეში, გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც მას არ გამოუვა.
ვიდრე ჩვენ გავაგზავნიდით შესაბამის სიას, ფეხბურთის ფედერაციასთან და ნაკრებთან გავიარეთ კონსულტაციები იმისათვის, რომ იმ სიას, რომელიც გაიგზავნებოდა რამე უკმაყოფილება არ გამოეწვია. საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე გაიგზავნა კონკრეტული სია, სიღრმისეული მსჯელობის საფუძველზე. ასეთ დროს, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა სიიდან კონკრეტული სახელი და გვარების ამოღება, მათ შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ქართული ფეხბურთის წინაშე დამსახურება აქვთ, როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება, დანარჩენი ქართველმა გულშემატკივარმა და საზოგადოებამ შეაფასოს“, – განაცხადა მ.
ამასთან, პრემიერმა საქართველო-ჩეხეთის მატჩზეც ისაუბრა, რომელიც 22 ივნისს, ჰამბურგში გაიმართება.
მისი თქმით, ამჯერად საქართველოს ნაკრების მხარე იქნება იღბალი და მოწინააღმდეგეს დაამარცხებენ.
„ჰამბურგში თამაშს აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების დიდი იმედი. პირველ თამი ჩვენმა ფეხბურთელებმა ყველაფერი ჩადეს, უბრალოდ იღბალი დაგვაკლდა, მგონია, რომ ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, აღვნიშნე, რომ ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული

გიგი წერეთელი – პოლიტიკურ ოპონენტებზე – გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დამახასიათებელია ავტოკრატიული რეჟიმებისთვის და ამას არ შეეგუება არც ჩვენი მოქალაქეები და არც საერთაშორისო საზოგადოება