– ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი

ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განუცხადა, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
პრემიერმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა.
„პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად, აღინიშნება ეს თარიღი. კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – წარსულში მწარე გამოცდილების მქონე უკრაინა აღარ ენდობა ცარიელ დაპირებებს – დღეს, უკრაინას უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები სჭირდება რეალური, სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის