ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, გავლენები იქაც არის, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს ს მოგების არავითარი იმედი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო 30 ოქტომბრისთვის, ვინაიდან იციან, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს და აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე.
„მოგეხსენებათ, 20 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება და ახლა გადაიდო 30 ოქტომბრისთვის, ანუ არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება ეს დასკვნა. არსებობს გარკვეული ალბათობა იმისა, რომ იდენტური არა, მაგრამ გარკვეული ტიპის ჩანაწერები გადავიდეს ევროკომისიის დასკვნაში, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თავისთავად, ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ გავლენები იქაც არის, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი საქართველოში. ზუსტად იციან, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს, აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე”, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა