ირაკლი კობახიძე – უხერხულობა შეუქმნა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს – ვერც ერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა

არადიპლომატიური განცხადება გააკეთა რეალურად ზურაბიშვილმა – უხერხულობა შეუქმნა ევროკავშირის ელჩს და მთლიანად საელჩოს, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ საქართველოს პრეზიდენტის ს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულ ქარტიას“ ევროკავშირის ელჩი უჭერს მხარს.
კობახიძის განმარტებით, ვერც ერთი ელჩი ვერ დაუჭერს მხარს ისეთ აქტებს, რომლებიც რიგგარეშე არჩევნებსა და ტექნიკურ მთავრობას მოიაზრებს.
„არადიპლომატიური განცხადება გააკეთა რეალურად ზურაბიშვილმა – რა თქმა უნდა, ვერც ერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე , ტექნიკური მთავრობა და ა.შ. ეს არ არის, ბუნებრივია, ელჩის უფლებამოსილების სფერო და ელჩის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, უხერხულობა შეუქმნა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს და მთლიანად საელჩოს და კარგია, რომ ეს უხერხულობა ამ განცხადებით გარკვეულწილად განეიტრალდა,“ – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, როგორც სალომე ზურაბიშვილმა 19 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ის შეხვდა ევროკავშირის ელჩს, სადაც პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ქარტიის და სამოქმედო გეგმის მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა