ირაკლი კობახიძე უნგრეთის პარლამენტის ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, , დელეგაციის წევრებთან, გიორგი ვოლსკისთან და ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად უნგრეთის პარლამენტის ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს, ჯუდიტ ვარგას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, კომიტეტის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ უნგრეთის ოფიციალური პირები როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უპირობოდ უჭერენ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
„ირაკლი კობახიძემ ჯუდიტ ვარგას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების მტკიცე პოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით 14/15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად გაფორმებაში აისახება. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებაზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს