ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერს შეხვდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საპარლამენტო დონეზე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოსა და უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულების მნიშვნელობა, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო გაცვლების ხელშეწყობას.
უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.